მილიარდერმა იგორ მაკაროვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

გამოქვეყნდა:

რუსმა მილიარდერმა, ბიზნესმენმა იგორ მაკაროვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. ინფორმაციას Forbes-ზე დაყრდნობით The Moscow Times ავრცელებს. ცნობილია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის მეექვსე მილიარდერია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. 

მედია წერს, რომ მაკაროვმა 2008-2012 წლებში, ინვესტიციების სანაცვლოდ კვიპროსის პასპორტი მიიღო. ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნესმენი სამ ქვეყანაში - კვიპროსში, აშშ-სა და ჩრდილოეთ იტალიაში ცხოვრობს. 

Forbes-ის მონაცემებით, ის 2,2 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, მაკაროვის წინააღმდეგ დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ სანქციები დააწესეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი