
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ცნობით, უკრაინის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნულ ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის "ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი" ევგენი ბალიცკი დამნაშავედ ცნო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლში და დაუსწრებლად შეუფარდა 15 წლიანი პატიმრობა.
ბალიცკის ბრალად ედებოდა ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობა, ასევე უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მიზნით მიზანმიმართული ქმედებები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხდება ბალიცკის ქონების კონფისკაციაც.