ქართული ოცნება ევროპელი სოციალისტების პარტიის [PES] წევრი აღარ არის. პარტიის თავმჯდომარეების დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მმართველ პარტიასთან ყველანაირი ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე.
ევროპელ სოციალისტების პარტია შეთანხმდა, რომ "ქართული ოცნების" წევრების ქმედებები და პოზიციები PES-ის ღირებულებებთან ძალიან შორსაა.
"PES-ის ლიდერებმა თავმჯდომარეებს შესთავაზეს, რომ PES-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. PES-ის თავმჯდომარეობის წევრებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს" - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” PES-ის დატოვების შესახებ განცხადება გარიცხვამდე, 11 მაისს გააკეთა. მიზეზი კი ის კრიტიკული შეფასებები გახდა, რომელიც ღარიბაშვილის უნგრეთში გამოსვლას მოჰყვა.
პრემიერის ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებები ევროპელმა სოციალისტებმა დაგმეს და განაცხადეს, რომ საქართველოს მმართველი პარტიის გაერთიანებიდან გარიცხვის საკითხს დააყენებდნენ.