
მიღება შეერთებული შტატების საელჩოში, რომელმაც შესაძლოა დიდი ხნით განსაზღვროს ქართული პოლიტიკური დღის წესრიგი. ამ წუთებში საელჩოში, სადაც წინასწარ აღინიშნება ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, შეკრებილია მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი - მათ შორის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, რომლებიც პირველად ხვდებიან ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ.
შეხვედრაზე არის ნიკა გვარამიაც, რომელიც გათავისუფლების შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ და პრეზიდენტთან და პრემიერთან გადაიკვეთა. ელჩ დეგნანთან მიღებაზე არიან ხელისუფლებისა და ოპოზიციის სხვა ლიდერები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი დიპლომატებიც.
დღის მთავარ გამოშვებაში ჩვენ დეტალურად მოგიყვებით ამ ცალსახად პოლიტიკურად დამაინტრიგებელი თავყრილობის საჯარო და კულუარულ დეტალებს.