კრემლი ემზადება, "ქართული ოცნება" კი ყველაფერს უარყოფს. საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროექტი მალე შესაძლოა რეალობად იქცეს. პუტინის გეგმა, აღადგინოს სარკინიგზო მიმოსვლა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, ამოქმედებულია. ამის შესახებ მოსკოვი ღიად ალაპარაკდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან საიდუმლო მოლაპარაკებები უკვე აქტიურ ფაზაშია.
სწორედ მოსკოვში გაკეთდა პირველი განცხადება რუსეთთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ, რასაც მალევე მოჰყვა პირველი რეისიც, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ გაუქმებული სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება დღის წესრიგში დადგა. რკინიგზის აღდგენა კი დეფაქტო სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს.