მიღება აშშ-ის საელჩოში | ნიკა გვარამია, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთ სივრცეში

გამოქვეყნდა:

ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა პრაქტიკულად სრული შემადგენლობით შეერთებული შტატების საელჩოშია შეკრებილი. წვეულება, რომლითაც საელჩო ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, შესაძლოა ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის განმსაზღვრელ მიღებად იქცეს.

ხანგრძლივი დაპირისპირებისა და კონფლიქტების კასკადის შემდეგ დღეს პირველად ხვდებიან ერთმანეთს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამავე მიღებაზე იმყოფება ნიკა გვარამიაც - მედიამენეჯერი, რომელიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. 

ნიკა დღეს პირველად გამოჩნდა საჯაროდ და თანაც მიღებაზე, სადაც ერთ სივრცეში ამდენი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ოპონენტია შეკრებილი. ეს შეკრება შეუძლებელია, რომ მათ შორის კონტაქტის, ან მინიმუმ ინფორმაციის გაცვლის გარეშე დასრულდეს. მითუმეტეს, რომ მიღებაზე იმყოფებიან "ქართული ოცნების", ოპოზიციის, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების ლიდერები და სასულიერო პირები - რომლებიც საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი