"შეაწუხე პრემიერი!" - ამ მოწოდებით სამოქალაქო საზოგადოება აქციისთვის ემზადება. აქტივისტები და შესაძლოა მათტან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლებიც ხვალ ხმაურით და შეძახილებით მთავრობის მეთაურს პარლამენტთან დახვდებიან.
პროტესტის მიზეზი "ქართული ოცნების" მთავრობის რუსული პოლიტიკაა. პრემიერი კი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიდის.