ნიუ-იორკში Tiffany & Co-ს ისტორიულ საიუველირო მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მანჰეტენის მე-5 ავენიუზე, 10-სართულიან შენობაში, სადაც ისტორიული მაღაზიაა განთავსებული, ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის სრული მობილიზება გამოცხადდა და ხანძრის ლიკვიდირება მოხდა.
საიუველირო მაღაზია მიმდინარე წლის აპრილში განახლდა და მთავარი ახალი სართულიც დაემატა, სადაც სამკაულებია წარმოდგენილი. როგორც ირკვევა, Tiffany & Co-ის მაღაზია ვიზიტორებს, ხუთშაბათს მოგვიანებით უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, ეს მაღაზია 1961 წლის ფილმში ''საუზმე ტიფანისთან'' არის გამოყენებული, რომელშიც ოდრი ჰეპბერნი მთავარ როლს ასრულებს. .