კანადის ვატერლოოს უნივერსიტეტში 24 წლის სტუდენტმა, გენდერული კვლევების გაკვეთილზე სამი ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პოლიცია შემთხვევას სიძულვილით მოტივირებულ ინცინდენტს უწოდებს და ამბობს: ''გამომძიებლები თვლიან, რომ ეს იყო სიძულვილით მოტივირებული ინცინდენტი, რომელიც დაკავშირებულია გენდერულ გამოხატვასთან და გენდერულ იდენტობასთან''.
დაჭრილებს შორისაა 38 წლის ლექტორი, ასევე სტუდენტები - 20 წლის გოგო და 19 წლის ბიჭი. ინცინდენტის დროს აუდიტორიაში დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფებოდა.
წყაროს ინფორმაციით, დაჭრილების დაზიანებები სერიოზულია, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.