"ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს" - უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში საუბარია საქართველოზეც

გამოქვეყნდა:

დღეს, 30 ივნისს ევროკავშირი უკრაინის შესახებ მორიგ რეზოლუციას დაამტკიცებს. რეზოლუციის ტექსტი გუშინ ევროკავშირის სამიტის შემდეგ გახდა ცნობილი და მასში საუბარი საქართველოსაც შეეხო.

რეზოლუციაში დაგმობილია უკრაინაში რუსეთის აგრესია, ასევე საუბარია ომში მყოფი ქვეყნის დახმარებაზე.

რაც შეეხება პუნქტს, რომელიც საქართველოს ეხება, რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია "საქართველოს ხელისუფლების ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები", რაშიც ევროკავშირი, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გულისხმობს.

"ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს. ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს მას ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო პირობების შესრულებაში", - ნათქვამია ევროპის საბჭოს რეზოლუციის პროექტში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი