"არა რუსულ მთავრობას" - ღარიბაშვილის დასახვედრად მოქალაქეები პარლამენტთან იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან, სადაც დღეს, 30 ივნისს პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენა ექნება, სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. მოქალაქეები პრემიერმინისტრს პროტესტით დახვდებიან.

"დღეს ძალიან სასაცილო იქნება პრემიერმინისტრისგან იმის მოსმენა რასაც დარწმუნებული ვარ, რომ იტყვის. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ახსენებს 12 პუნქტს, რომ ყველაფერს ასრულებენ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ რუსულ დაკვეთას. ჩვენ რაც შეგვიძლია, უბრალო მოქალაქეებს ის არის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და მას ვაგრძნობინოთ, რაც რასაც ის საუბრობს არ არის ის რასაც ხალხი ითხოვს. ის არის მატყუარა, ის არის ირაყლი და მან ეს სახელი დაიმსახურა.

ჩვენ ვეცდებით რაღაცნაირად გავაგებინოთ და ამ დაკომპლექსებულ პრემიერს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ არის არა ირაკლი, არამედ ირაყლი და არის რუსეთის და ივანიშვილის მიერ მართული მონა", - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში 11:00 საათზე მივა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი