
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"წადი შენი დედაც...", - ამბობს დეპუტატი ვიდეოში.
მოგვიანებით მგალობლიშვილი "ტვ პირველთან" ამტკიცებდა, რომ მისი გინების ადრესატი არა ჟურნალისტი, არამედ იქ მდგარი სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ.
"ვინ არის ნანუკა ქაჯაია, მე ვისაც შევაგინე, იმან გაიგო. კაცი დგას ძალიან უწმაწური წარწერით და მაგას ვუთხარი. ჩემი საქმეა მე როგორ ვუპასუხებ, ჩემს საქციელზე მე ვაგებ პასუხს. [...] მე ვუთხარი, ვინც ეს წარწერა მას დააწერინა, ნანუკასთვის არ შემიგინებია", ამბობს მგალობლიშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთში პარლამენტში პრემიერმინისტრი წლიურ ანგარიშს წარადგენს. ირაკლი ღარიბაშვილს სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციით ხვდებიან.
ფოტო: ტვ პირველის ვიდეოდან.