პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ახალი აეროპორტს აშენებას განიხილავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს. ერთი ვერსიით, იგეგმება არსებული აეროპორტის გაფართოება, მეორით კი - ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა.
"ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს, ერთი არის არსებული აეროპორტის გაფართოება, თუმცა ამ ვარიანტს აქვს უფრო მეტი მინუსი. გვაქვს მეორე ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია, საუბარია, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საუკეთესო არქიტექტორების და კომპანიების შერჩევა და ჩვენ გვინდა, რომ სამუშაოები დავიწყოთ 2024 წელს.
ჩვენი ამბიციაა რეგიონში გავხსნათ საავიაციო ჰაბიც და მოვემსახუროთ არა მხოლოდ პირდაპირ ფრენებს, არამედ ტრანზიტულ მგზავრების დიდ ნაკადებსაც და რა თქმა უნდა, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია გვქონდეს საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი", - თქვა ღარიბაშვილმა.