2012-მდე ელიტა გადაადგილდებოდა ევროპაში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს ამის საშუალება არ ჰქონდათ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს ჩვენი ხელისუფლებაა, როცა ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმს, ახლა ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან უვიზოდ ევროპის ქვეყნებში, ეს არის ჩვენი დამსახურება მეგობრობა, ეს არის ოცნების დამსახურება. გახსოვთ და ალბათ, დამეთანხმებით ყველა, 2012 წლამდე ელიტა შეუფერხებლად გადაადგილდებოდა ევროპის მიმართულებით, ჩვეულებრივ მოქალაქეებს ამის საშუალება არ ჰქონდათ, უწევდათ რიგებში დგომა და ხშირ შემთხვევაში ეს პასუხი იყო უარი.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი