"მოღალატე ხარ, რუსო"..."გაუბედურებულები ხართ" - ღარიბაშვილისა და ოპოზიციის დაპირისპირება

გამოქვეყნდა:

მოღალატე ხარ, შე რუსო მართლა - ამ სიტყვებით მიმართეს პრემიერ ღარიბაშვილს ენმ-ის წევრებმა, თინა ბოკუჩავამ და ანი წითლიძე, იმ დროს, როდესაც პრემიერი წინა ხელისუფლებაზე საუბრობდა და "ტერიტორიების დაკარგვაში" ადანაშაულებდა. 

როცა იყვნენ ხელისუფლებაში მაშინ ვერ აირიდეს თავიდან ომი. დიდი განსაცდელი მოუვლინეს ჩვენს ხალხს, დაკარგეს ტერიტორიები..ყველაზე მეტად რატომ არ სურთ ამ თემაზე საუბარი? იციან, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი ჩვენი ეროვნული ინტერესების. " თქვა ღარიბაშვილმა და ოპოზიციის ლანძღვაზე გადავიდა -  "თუ რაიმე დარჩენიათ ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, საცოდავები ხართ, იმიტომ რომ არაფერი სათქმელი არა აქვთ არც ერთი მიმართულებით" ამბობს ის. 

ეს არის სახე ჩვენი გაუბედურებული დესტრუქციული ოპოზიციის - თქვა ღარიბაშვილმა და თანაპარტიელების ტაში დაიმსახურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი