ვიცი, არ გაგიხარდათ, რომ რეკომენდაცია შესრულდა, მაგრამ ცოტა რომ დაფაროთ, არა? - წილოსანი NGO-ებს

გამოქვეყნდა:

"ვიცი, შეიძლება არ გაგიხარდათ რეკომენდაცია რომ სრულად შესრულდა, მაგრამ ცოტა რომ დაფაროთ, არა?" -  ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი და  გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომლებიც ითხოვენ, რომ წილოსანმა თანამდებობა დატოვოს.

"მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება სრულად შესრულებულად შეაფასა, რიგი არასამთავრობოები მომიწოდებენ გენდერული თანასწორობის საბჭო დავტოვო :))

ვიცი, შეიძლება არ გაგიხარდათ რეკომედნაცია რომ სრულად შესრულდა, მაგრამ ცოტა რომ დაფაროთ, არა?", - წერს წილოსანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი