ბუდანოვის ცნობით, FSB-ს პრიგოჟინის მკვლელობა აქვს დავალებული

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის ცნობით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია აქვს დავალებული.

როგორც ბუდანოვმა გამოცემა The War Zone-თან ინტერვიუში თქვა, ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, წარმატებით შეასრულებენ თუ არა ისინი დავალებას.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი პოტენციური მკვლელობის მცდელობა არ იქნება სწრაფი. მათ გარკვეული დრო და მიდგომები დასჭირდებათ რათა მიაღწიონ დიდი ოპერაციის შესრულების დონეს. თუმცა, კიდევ ერთხელ, მე მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს დიდი შეკითხვაა - წარმატებით შეასრულებენ დავალებას? გაბედავენ მის შესრულებას?", - ამბობს ბუდანოვი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი