
წინადადებით შემოვდივარ ბატონო შალვა, როცა როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, იქნებ სტრიმზე პლიუს 18 დაედოს. აღარ შეიძლება უკვე ამათი მოსმენა - ამ იდეით "ოცნების" დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი გამოვიდა, რომელმაც პრემიერს მადლობები უხადა: მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ ომი არ არის და საქართველოს გენოფონდი არ ნადგურდება და მომტირალი დედები არ არიან"- ამბობს ზავრადაშვილი.
ამის შემდეგ კი ღარიბაშვილს კითხვებით მიმართა:
"რატომ არ ეძლევა მსვლელობა გამოძიებას სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და რატომ არ ხდება იზოლირება იმ ადამიანების, რომლებმაც ისარგებლეს გულწრფელი ადამიანებით და ცდილობდნენ ქვეყნის ამოტრიალებას.
საჭიროა თუ არა უფერო მკვეთრი განცხადებების გაკეთება იმ ძალების მიმართ, რომლებიც ცდილობენ გამიჯნონ ხალხი და მის მიერვე არჩეული ხელისუფლება- ვინც არ უნდა იყოს ის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ევროპარლამენტარი, თუ ვინც არ უნდა იყოს" ამბობს ზავრადაშვილი.
ამის შემდეგ მან პირობაც მოითხოვა:
"მაქვს კიდევ ერთი სურვილი - გისურვებთ კონსტრუქციულ, არამოღალატე ოპოზიციის ყოლას ქვეყნისთვის და პირობა, რომ პრიგოჟინის პარტიის ფილიალი ქართული, რომლის ლოგოზე უნდა იყოს კასტილი, არასოდეს რომ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამის პირობა უნდა წავიღო უკან ბატონო ირაკლი" თქვა ირმა ზავრადაშვილმა.