ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ-ის ცნობით, 21 ივნისს "საზღვრის კვეთისთვის" საქართველოს მოქალაქე დააკავეს და გააძევეს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 21 ივნისს ე.წ საზღვრის "უკანონო კვეთის" გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც დე ფაქტო უწყება წერს, დაკავებული ქალაქ რუსთავის მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ლაშა ბახტურიძეა.

"უსაფრთხოების სამსახური" ამტკიცებს, რომ დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო და ე.წ "საზღვარი" მიზანმიმართულად გადაკვეთა სოფელ დმენისის გავლით. 

ბახტურიძე ოკუპირებული ცხინვალიდან 29 ივნისს "გააძევეს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი