თქვენმა წაქეზებულმა ტიტუშკებმა კასპში, ენმ-ს ღონისძიებაზე მანქანები დააზიანეს - ბოტკოველი ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ კასპში, მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე "ოცნების ტიტუშკები" მივიდნენ. მისი თქმით, აქტივისტებმა დააზიანეს ავტომობილები.

"სანამ თქვენი ტყუილებით სავსე ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, თქვენ მიერ წაქეზებული აქტივისტები და ტიტუშკები მიუცვივდნენ კასპში, ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას. დააზიანეს ავტომობილები, და ფაქტობრივად მიმდინარეობს ძალადობა. ეს არის თქვენი წაქეზებული, ეს არის თქვენი პოლიტიკის წაქეზებული, თუმცა იცოდეთ, რომ ამით ნამდვილად ვერავის ვერ შეაშინებთ", - თქვა ბოტკოველმა.

მომხდართან დაკავშირებით "მთავარი არხის" დამატებით დეტალებს არკვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი