ლევან ხაბეიშვილს კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას, „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს წევრები მიუვარდნენ, დაუზიანეს პირადი ავტომობილი, სცადეს შეხვედრის ჩაშლა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"კასპში, სადაც ვხვდებოდით მოქალაქეებს, მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სიპების და აიპების თანამშრომლები, ილანძღებიან, იგინებიან. ცხადაია ეს ყველაფერი არის ორგანიზებული და სადაც არ უნდა წავიდე მომყვებიან, ეს იქნება კასპი, გარდაბანი თუ სადაც ვიქნები, დამყვებიან და ამით ჰგონიათ რომ ამით შეგვაშინებენ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.