კასპში ვითარება ისევ დაძაბულია - "ოცნების" მობილიზებული პარტაქტივი და საჯარო მოხელეები, რომლებიც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ ენმ-ის თავმჯდომარეს და პენსიონერებთან მისი შეხვედრის ჩაშლა სცადეს, ისევ აგრძელებენ ძალადობას. უკვე მეორედ დაესხნენ თავს "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს. ერთ-ერთმა ორკმა აპარატურა დააზიანა. ისვრიან ქვებსაც.
უპირისპირდებიან ენმ-ის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილზე ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ. ადგილზე იმყოფება საჯარო მოხელე მარეხ მარეხ ყამბეგაშვილიც.
მობილიზებულია პოლიციაც, თუმცა სამართალდამცველებს არაფერი გაუკეთებიათ ქვების სროლისა და ძალადობის აღსაკვეთად. ადგილზე იმყოფება პოლიციის ხელმძღვანელი, ვალერი თელია და აცხადებს, რომ "პოლიცია შესაბამისად მოქმედებს" და რომ ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე იქნება რეაგირება.
იხილეთ ასევე: