სუს-ის ნასედკები არიან საკრებულოს სიიდან, მერიიდან - ხაბეიშვილი კასპის მოძალადეებზე

გამოქვეყნდა:

ეს არის ძალადობა, რასაც ლაპარაკობდა დღეს ღარიბაშვილ, ბიძინა ივანიშვილის კი არა პუტინის პირადი თუთიყუშია და ახმოვანებს რუსულ მესიჯებს. ეს რუსული რეჟიმი უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კასპში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც დღეს ოცნების ორკების სამიზნე ენმ-სთან ერთად "მთავარი არხიც" გახდა.

ხაბეიშვილის თქმით, ძალადობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პარტაქტივის წევრები: 

"ქვებს ისროდნენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში გიშლიან ხელს, გესხმიან თავს, ბოლო ჟამი აქვს რუსულ ოცნებას, აქვს სრული ისტერიკა და ზონდერები კი არიან, სუს-ის ნასედკები ოფიციალური, რომლებიც არიან საკრებულოს სიაში. საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები, საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული ხალხია" ამბობს ხაბეიშვილი.

კასპში ამ წუთებშიც დაძაბული ვითარებაა, მობილიზებულია პოლიციაც, თუმცა ძალადობის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს და 'ოცნების" ორკებს საშუალებას აძლევს ისროლონ ქვები და დაამტვრიონ ტელევიზიების აპარატურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი