სამხრეთ აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში, კვაზულუ-ნატალში, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის ხელისულფების ინფორმაციით, დაზარალდა სულ მცირე 552 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 151. გარდა ამისა, დაინგრა 70 სახლი, ნაწილობრივ დაზიანებულია 110.
წინასწარი შეფასებით, ასევე დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურის, ელექტროენერგიისა და კანალიზაციის სისტემები.