"ბატონი ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი... ხმალამოღებული მხარდამჭერი გვყავს ევროკავშირში" | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ბატონი ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი... ხმალამოღებული მხარდამჭერი გვყავს ევროკავშირში", - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საუბრობს და ოპონენტებს მისი ხსენების დროს "სიტყვების გაკონტროლებისკენ" მოუწოდებს.

აქეთ ერთი გამომსვლელის შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინე ჩენი მეგობარი ორბანის მიმართ. ეს არის დასაგმობი ფაქტი. ბატონო რომან, და თქვენ, მოგიწოდებთ, რომ კორექტული იყოთ, როცა ბატონ ორბანზე საუბრობთ. ბატონი ვიქტორ ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი. მხარს გვიჭერს, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას NATO-ში, ევროკავშირში და ერთ-ერთი, ხმალამოღებული, რომ იტყვიან, მხარდამჭერი გვყავს ევროკავშირში. და ძალიან გთხოვთ, რომ გააკონტროლოთ თქვენი სიტყვები როცა ბატონ ორბანს ახსენებთ, - მიმართა ღარიბაშვილმა რომან გოცირიძეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი