
ღარიბაშვილის მორიგი ჰომოფობიური განცხადება საპარლამენტო ტრიბუნიდან. პრემიერი ამბობს, რომ ეს თემა ტაბუდადებული უნდა იყოს და "შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს".
ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ევროპასა და ამერიკაში ლგბტ პროპაგანდა "ბაღებში შევიდა":
"ჩემთვის მიუღებელია ბაღებში , სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა. ღიად გეუბნებით. არ შეიძლება. ევროპაშიც და სამწუხაროდ ამერიკაშიც, საჯაროდაა ინფორმაცია ამის თაობაზე, ბაღებში შევიდა უკვე ეს პროპაგანდა. კატასტროფაა ეს. ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა. არ შეიძლება. ეს არის მიუღებელი.
ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა და ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტშიც, მათ შორის შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს." ამბობს ღარიბაშვილი.