გავრცელებული ცნობით, თურქეთში უკრაინის მოთხოვნით ინალ არძინბას დაკავება სცადეს

გამოქვეყნდა:

Telegram არხის Легитимный-ის ცნობით, თურქეთში, სტამბულის აეროპორტში დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას დაკავება სცადეს. 

როგორც Telegram არხს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, არძინბას დაკავებას უკრაინული მხარე ითხოვდა. მათივე ცნობით, დამატებით დეტალებს იძიებენ.

არხი Легитимный განმარტავს, რომ ინალ არძინბა უკრაინაში 2015 წლის შემდეგ იძებნება "სახელმწიფოს ტერიტორიული ინტეგრაციის დარღვევისა და სეპარატისტული დანაყოფის შექმნისთვის". 

ინციდენტის შესახებ წერს კიდევ ერთი არხი АБХАЗИЯ-ЦЕНТР. როგორც არხი განმარტავს, ინფორმაცია საეჭვოა. 

ისინი წერენ, რომ დიდი ალბათობით, თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა ინალ არძინბა დროებით შეაჩერა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა. 

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე მათ გაავრცელეს ცნობა, რომ ინალ არძინბა სტამბოლში იმყოფებოდა. ის თურქეთში აფხაზეთის ე.წ წარმომადგენელს, იბრაჰიმ ავიძბას შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი