შეურაცხყოფას თავი დაანებეთ, ვერც მაგაში ვერ გვაჯობებთ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილმა ამჯერად რომან გოცირიძეს შეახსენა წარსული და კუპონის შემოქმედი უწოდა:

"როცა იყო ეროვნულ ბანკში, კუპონის შემოქმედი, ინიციატორი და ავტორი, მაშინ რაზე ფიქრობდა საერთოდ? კაცი კუპონის შემოქმედი - გაიცანით რომან გოცირიძე...ნოდარ ჯავახიშვილი პირიქით, ჩართული იყო ლარის შემოღებაში." განაცხადა ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

ამის შემდეგ დარბაზში ისევ ხმაური დაიწყო, რასაც ღარიბაშვილის ტრადიციული შეურაცხმყოფელი და მუქარისშემცველი რეპლიკები მოჰყვა ოპოზიციის მისამართით. პრემიერს გამოექომაგა რიმა ბერაძეც, რომელიც ადგილიდან ყვიროდა.

"ბატონი რომანიც გამოვიდა წყობილებიდან, სიმართლე მასაც სწყინს, მოგიწვეთ სიმართლის მოსმენა ბატონო რომან და ჯობია დაწყნარდეთ და შეურაცხყოფას თავი დაანებოთ, ვერც მაგაში ვერ გვაჯობებთ, ზრდილობა იქონიეთ" მოუწოდა ღარიბაშვილმა გოცირიძეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი