"ექიმებმა უკვე დაასრულეს პროტოკოლი და იწყება ახალი ეტაპი - წამლის შემოტანა" | "აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები"

გამოქვეყნდა:

აქონდროპლაზიის სამკურნალო წამალი საქართველოში სექტემბრის თვემდე შემოვა, - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები" ავრცელებს. 

როგორც ორგანიზაცია წერს, ექიმებმა პროტოკოლზე მუშაობა უკვე დაასრულეს და 3 ივლისს, 16:00 საათზე საბჭოს გადამწყვეტი სხდომა ჩაინიშნა.

"ძვირფასო მხარდამჭერებო!

3 ივლისს, ორშაბათს, 16:00 საათზე მორიგი, გადამწყვეტი საბჭო ჩაინიშნა. ჩვენთვის აქ სრულდება გაწელილ ბიუროკრატიაში თანამონაწილეობა.

ექიმებმა უკვე დაასრულეს პროტოკოლი და იწყება ახალი ეტაპი - წამლის შემოტანა.

წამლის შემოტანა დაპირებულ, არაუგვიანეს სექტემბრისა.
რა არის ჩვენი მოლოდინი ამ სხდომიდან?

  1. რა კონკრეტულ, ქმედით ნაბიჯებს დგამენ ახლა იმისთვის, რომ ბავშვებმა სექტემბერში წამალი მიიღონ?  
  2. რაიმე სახის ჩართულობა ხომ არ არის ჩვენგან, მშობლებისგან საჭირო, რომ პროცესი არ შეფერხდეს?

ბავშვები ელოდებიან სექტემბერს. წამლის პირველი დოზის მიღების თვეს", - წერს ორგანიზაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი