სასაზღვრო პოლიციის განკარგულებაში სულ 15 მფრინავი საშუალებაა და მათგან 10 გაუმართავია | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის განკარგულებაში ტექნიკურად გაუმართავი 7 შვეულფრენი და 2 თვითვმფრინავი, წლებია, უკვე ღია ცის ქვეშაა და კლიმატური გარემოპირობები მათ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

გარდა ამისა, როგორც ორგანიზაცია წერს, როგორც შვეულმფრენების უმეტესობა, სასაზღვრო პოლიციის ცეცხლსასროლი იარაღიცა და საბრძოლო მასალაც საბჭოთა წარმოებისაა და ზოგ შემთხვევაში ნაკლებად საიმედოა.

"2020-2022 წლებში სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტმა 354 მილიონი ლარი შეადგინა, რომლის 66.3% (235 მილიონი) შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.მწყობრიდან გამოსული ტექნიკით ვერ ხერხდება საზღვრის ჯეროვანი კონტროლი და მათ ვერ ვერც სტიქიური უბედურებების დროს იყენებენ" - წერია უწყების განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი