ბალტიისპირეთის ქვეყნის კომუნიკაციების რეგულირების ოფისი (RRT) ლიეტუვაში რუსული რადიოსადგური Sputnik-ის დახურვას გეგმავს, რომელიც კალინინგრადიდან მაუწყებლობს. მიზანი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რადიო კონტენტის უკანონო გავრცელების შეზღუდვაა.
RRT-მ შესთავაზა შესაბამის ორგანოებს განიხილონ ზომები კლაიპედას რეგიონში მაუწყებლობის შესაძლებლობების შეზღუდვის მიზნით ლიეტუვის ბაზრის მოთამაშეებისთვის რადიოსიგნალის გადაცემის ნებართვით. იგივე სიხშირეზე, რომელზეც ამჟამად Sputnik მაუწყებლობს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ (LRTK) გადაწყვიტა დაბლოკოს IP მისამართები, საიდანაც ქვეყანაში აკრძალულ რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო გადაცემების ყურებაა შესაძლებელი.