კაცი, რომელმაც კიშინიოვის აეროპორტში ცეცხლი გახსნა, დაკავებულია

გამოქვეყნდა:

მოლდოვური გამოცემა Agora-ს ცნობით, მამაკაცი, რომელმაც კიშინიოვის აეროპორტში ცეცხლი გახსნა, დააკავეს. მათივე ცნობით, თავდასხმის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.  

როგორც მოლდოვური გამოცემა წერს, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც მას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს და უკან გააცილეს, ამ დროს მან მესაზღვრის იარაღი აიღო და ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა. 

მოგვიანებით თავდამსხმელის განეიტრალება დაადასტურა მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყებამ განმარტა, თავდამსხმელი ოპერაციის დროს დაჭრეს და მას ახლა შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი