მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80%-ის სახელით მადლობას - წილოსანი ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

„რადგან ჩვენი ოპონენტები  არ გეტყოდნენ მადლობას, იმისათვის, რომ სანქციების მონიტორინგის ჯგუფმა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი დასკვნა დადო იმის შესახებ, რომ საქართველოს  ყველანაირი მექანიზმი აქვს შემუშავებული, რათა სანქციების გვერდის ავლის  რისკების იდენტიფიცირება მოახდინოს და არ გახდეს ამის ხელშემწყობი ქვეყანა, მე გეტყვით ამისთვის მადლობას - თქვენ და თქვენს სამთავრობო გუნდს, რომ ძალიან კარგად აწყობილი სისტემაა და დიდი ძალისხმევაა ჩადებული, რომ ქვეყანას არ მიადგეს ჩრდილი და არ გახდეს რეპუტაციული ან  სხვა  სახის ზიანის მსხვერპლი, მიუხედავად ოპოზიციის წევრების დიდი ძალისხმევისა.
 
რადგან აქ ოპონენტები სათანადოდ ვერც  მშვიდობას აფასებენ და კმაყოფილებას არც ამაზე გამოხატავენ, უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებენ, რომ ბომბები გვეცემოდეს თავზე, მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტის სახელით მადლობას, რომ შევძელით - თქვენ და ყველამ ერთად მშვიდობის უზრუნველყოფა იმ პირობებში, როცა ირგვლივ 2022 წლიდან მოყოლებული  ცეცხლის ალში ვართ გახვეული და ამ პირობებში ძალიან რთულია დაიცვა სამშობლო განადგურებისგან, ჩვენი შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, ეს შევძელით

 სოფლის მეურნეობაში - 2022 წელს აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ მიმართულებით ზრდა იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ზოგადად ეკონომიკური ზრდა, რადგან  2021 წელთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა.  გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ეგიდით, გასულ წელს  გაფორმდა 44 ხელშეკრულება, 57 მილიონ ლარის მოცულობით."

თქვა "ოცნების" დეპუტატმა წილოსანმა პარლამენტში, ღარიბაშვილის მიმართვისას მისი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი