აგრესიული რიტიორიკა ისევ პრემიერმინისტრის მთავარი იარაღია. ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც უკვე მეორედ, და რამდენიმე წელია, ხელმძღვანელობს "ქართული ოცნების" მთავრობას, საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს.
რამდენიმე საათის განმავლობაში, თავისი სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი პრემიერმა ოპონენტების ლანძღვას და ძალადობის წახალისებას დაუთმო და სწორედ ასეთმა ტაქტიკამ მისცა შესაძლებლობა არ ესაუბრა წარუმატებლობების კასკადზე, რომელიც მის მმართველობას ახლავს თან. თავის გამოსვლაში ღარიბაშვილმა არც "ქართული ოცნების" რიტოტიკის მთავარი ტრენდი დაივიწყა და რა თქმა უნდა თავს დაესხა ევროპელ პარტნიორებს, გალანძღა მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ერთხელ დაადანაშულა საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ომის დაწყებაში.