სტოქჰოლმი-ვარშავის გემის მგზავრი დედა-შვილი ბალტიის ზღვაში დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბავშვი გემიდან გადავარდა, დედა კი მას გადასარჩენად გადაჰყვა. მგზავრების ამოსაყვანად მოგვიანებით ვერტმფრენი ჩაერთო. თუმცა დედა-შვილი სააავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
შვედეთის პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი ჯერ არ გამოვლენილა.
''გამოძიების მიზანი მომხდარის გარკვევაა'' - განაცხადა პროკურორმა სატინა ბრინდმარკმა.
დედა-შვილის გარდაცვალება პოლონეთის პოლიციამაც დააადასტურა.