ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ოძისში იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა.

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდეს ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

საქართველოს 30 ივნისიდან 3 ივლისამდე პერიოდში ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი