პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 3 ივლისს, 11:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია:
- "საქართველოს საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები;
- "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით;
- "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილება მესამე მოსმენით;
- "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილება მესამე მოსმენით;
- "თავდაცვის კოდექსი" მეორე მოსმენით.