
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს რომ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები, რაც ამ ტელევიზიებიდან ზიზღი იღვრება, საერთოდ როგორ ვართ ბედნიერების ინდექსში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა.
''...აქ ბედნიერების ინდექსი მოგვიყვანა ერთ-ერთმა კოლეგა, მემგონი საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ბედნიერებაზე. ეხლა ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს რომ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები და ამას რომ უყურებს ყოველდღე ხალხი, რაც ამ ტელევიზიებიდან დეზინფორმაცია, ზიზღის კამპანია მოედინება, საერთოდ ბედნიერების ინდექსში რომ ვართ საქართველო, ეგეც კი გასაკვირია, სიმართლე რომ გითხრათ. ისეთი ნიაღვარი მოედინება დეზინფორმაციის და ცილისწამების. ყოველღიურად ნეგატივი, ყველა საინფორმაციო გამოშვება იხსნება ნეგატივით, უბედურებით, ადამიანების ემოციებზე მანიპულაციით და აი საინფორმაციო ძალადობით ხართ დაკავებული. რა ბედნიერებაზე გვესაუბრებით. საერთოდ რომ ვართ იმ ბედნიერების ინდექსში, ეგეც გასაკვირია სიმართლე რომ გითხრათ''- თქვა თალაკვაძემ.