საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 2-3 ივლისს, წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება. წელს „გრანელი“ წალენჯიხაში უკვე მეორედ ჩატარდება. პროექტი წალენჯიხის განვითარების ფონდის და მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით ხორციელდება.
ორგანიზატორების ცნობით, წალენჯიხას, ლიტერატურული ფესტივალი “გრანელის” ფარგლებში, 30 ავტორი ეწვევა. მათ შორის არიან ეთერ თათარაიძე, გიორგი კეკელიძე, ზურა ჯიშკარიანი, ლუკა ბაქანიძე, ეკატერინე ტოგონიძე, რაულ ჩილაჩავა და ა.შ.
ორი დღის განმავლობაში, გრანელის პარკში 20-მდე ღონისძიება გაიმართება, მათ შორის ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საგამომცემლო პროექტების წარდგენა და სხვა.
ფესტივალის ფარგლებში გამომცემლობები საფესტივალო ფასდაკლებებს შესთავაზებენ ადგილობრივ მკითხველებს და სტუმრებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი გამომცემლობები: გამომცემლობა აგორა, ჩემი გამომცემლობა, გამომცემლობა შემეცნება, გამომცემლობა მანდარინი, გამომცემლობა მედუზა, გამომცემლობა დიოგენე, გამომცემლობა ზიარი, გამომცემლობა არტანუჯი, გამომცემლობა ინტელექტი, წიგნის მაღაზია booksale, წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუა, გამომცემლობა საქწიგნი, სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა პალიტრა L, გამომცემლობა აქტი, გამომცემლობა ჯადოსნური სახლი, გამომცემლობა სიესტა, გამომცემლობა წიგნი+ერი.