რუსეთმა პოლონურ სატვირთოებს თავის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ხელისუფლებამ პოლონურ სატვირთო მანქანებს რუსეთის მასშტაბით ტვირთის გადაზიდვა აუკრძალა - ინფორმაციას BBC რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გამონაკლისი დაშვებულია კრიტიკულ საქონელზე, როგორიცაა მედიკამენტები და სამედიცინო მოწყობილობები. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანსპორტირებას კალინინგრადის რეგიონში.

ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ 30 დეკემბრამდე გაახანგრძლივა სატვირთო მანქანებით ტვირთის გადაზიდვა ქვეყნის მასშტაბით "არამეგობრული ქვეყნებიდან" მათ შორის პოლონური სატვირთო მანქანებისთვის ტვირთის გადაზიდვის აკრძალვის შემოღებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი