რა შეკითხვები დაუსვეს ოპოზიციის წევრებმა ღარიბაშვილს | კობახიძის "სტატისტიკა" 

გამოქვეყნდა:

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა საკუთარი სტატისტიკური მონაცემები, რა საკითხზე დაუსვეს შეკითხვები პრემიერ ღარიბაშვილს ოპოზიციის წევრებმა:

"ოპოზიციამ ეს შანსი [ღარიბაშვილისთვის კითხვების დასმა] მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღ ოპოზიციაზე. შენ გაქვს უნიკალური შანსი, წელიწადში ერთხელ დაუსვა კითხვები პრემიერმინისტრს ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს თემებზე, თითოეულ დარგზე, თითოეულ სფეროზე. მე არ დამეზარა და მარტივი სტატისტიკა ვაწარმოე დღეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კითხვები დაისვა ოპოზიციის მხრიდან. რაღაცამ ხო უნდა დაგაინტერესოს, შენი ქვეყანა როგორ ვითარდება, ეკონომიკაში რა ხდება, სოფლის მეურნეობაში რა ხდება, საგარეო მიმართულებით რა ხდება, უსაფრთხოება და ა.შ. რაღაცა ელემენტარული ქვეყნის მიმართ გრძნობა თუ გაქვს, ინტერესი უნდა გაგიჩნდეს. 

მე არ დამეზარა და მარტივი სტატისტიკა ვაწარმოე იმასთან დაკავშირებით, თუ რა კითხვები დაისვა ოპოზიციის მხრიდან. რაღაცამ ხომ უნდა დაგაინტერესოს, მაგალითად, შენი ქვეყანა როგორ ვითარდება, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, საგარეო მიმართულებით რა ხდება, ელემენტარული ქვეყნის მიმართ გრძნობა თუ გაქვს, ინტერესი უნდა გაგიჩნდეს.

როგორია სტატისტიკა კითხვების: ეკონომიკა, ყველაზე მსხვილი თემაა, რაზეც პრემიერმა დაიწყო საუბარი და შეუძლებელია, აქ არ დაგაინტერესოს ქვეყნის განვითარებამ, რა ხდება ეკონომიკაში. იქნებ, ეს ორნიშნა ზრდა ცოტაა და სამნიშნა ზრდა უნდა გვქონოდა. ეკონომიკაზე კითხვების რაოდენობა, რადიკალურ ოპოზიციას ვგულისხმობ, ნული. ეკონომიკაზე ნული შეკითხვა, ეს არის მარტივი სტატისტიკა, ცალკე აღარ გავყვები - ენერგეტიკა, რეგიონული განვითარება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ყველგან ნული შეკითხვა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.

რაც შეეხება ჯანდაცვას, სოციალურ თემებს, აქ იყო ცხოველი ინტერესი, ორივე შემთხვევაში ნული შეკითხვა. განსაკუთრებული ინტერესი იყო, განათლება, კულტურა, სპორტის მიმართ, ნული შეკითხვა თითოეულ ამ თემაზე - ეს არის სტატისტიკა. კარგი მონაცემები გვაქვს სხვა სფეროებში, ინფრასტრუქტურაზე ორი შეკითხვა იყო ერთი ლოკალურ თემას უკავშირდებოდა, კონკრეტული გზის მონაკვეთს, მადლობა ოპოზიციას ამისთვის, საგარეო თემებზე სამი უხარისხო შეკითხვა დაისვა.

თავდაცვაზე ერთი სრულიად უხარისხო შეკითხვა. ეს არის სტატისტიკა. მთელი დღის განმავლობაში მათ ჰქონდათ საშუალება, პრემიერისგან მოესმინათ პასუხები ქვეყნის განვითარების უმნიშვნლეოვანეს თემებზე, კითხვებს არ სვამენ. აქედან ჩანს, რომ მათ არ აქვთ არავითარი დღის წესრიგი რაც ეხება ქვეყნის განვითარების თემებს. ერთადერთი მათი დღის წესრიგი არის, რასაც დაავალებენ და მეორე სუბიექტური, რომ რაღაცნაირად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. დავალების შესრულება, ხელისუფლებაში დაბრუნება ერთი მეორესთან კავშირში, მეტი არაფერი აინტერესებთ და ეს სტატისტიკა ამის უტყუარი დასტურია, - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი