კენიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 48 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა 30 ივნისს საღამოს მოხდა. ქალაქ კერიჩოსთან ახლოს სატვირთომ, რომელსაც კონტეინერიც ჰქონდა, საჭე ვერ დაიმორჩილა
ავარიის შედეგად კიდევ 30 ადამიანი დაშავდა.
კადრებში, რომელიც ინციდენტის დროსაა გადაღებული, ჩანს დაზიანებული ავტომობილები, მოტოციკლები, მიკროავტობუსები და სატვირთო მანქანებიც.
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.