
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის 22 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტები შეტევებს, ძირითადად, ლიმანსკის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებით ახორციელებდნენ.
"მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანსკის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებზე. გრძელდება მძიმე ბრძოლები. დღის განმავლობაში 22 საბრძოლო შეტაკება მოხდა. კუპიანსკის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელა," - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.
უწყების ცნობით, რუსეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ხარკოვის ოლქში, კისლივკას, კოტლიარივკასა და ბერესტოვის მიმართულებით. ასევე, საარტილერიო შეტევები იყო ლუგანსკისა და დონეცკის ოლქში, სადაც დაბომბვის შედეგად 15-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.