"მინდა დღევანდელი კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა" - თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და განაცხადა, რომ ის უკრაინელ ქალებს მიეძღვნება. ზურაბიშვილის თქმით, კონფერენცია მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კონფლიქტს ეხება.

"ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების - მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად. ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ქალებზე, რა თქმა უნდა, ომები და მშვიდობა უშუალოდ ახდენს ზემოქმედებს და მინდა, ეს მეორე კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა, რომლებიც დღესაც, წელიწადნახევარის შემდეგაც, უკრაინაში ჭურვების ქვეშ არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, თბილისის ქალთა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ უნდა ავაშენოთ ახალი მშვიდობა ახალ სამყაროში. დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისათვის," - ამბობს ზურაბიშვილი.

თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.  

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი