ვიცი, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებული არაა და ეს არაა მხოლოდ პოლარიზაცია ან დეოლიგარქიზაცია - გრეგოროვა

გამოქვეყნდა:

"საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს მე დღეს განვიხილავ ამ ღონისძიების ერთ-ერთ პანელზე. მე ვიცი, რომ რამდენიმე მათგანი არის შესრულებული, ასევე ვიცი, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ზოგიერტი რეკომენდაცია ამ დრომდე არ არის შესრულებული და ეს არ არის მხოლოდ პოლარიზაცია ან დეოლიგარქიზაცია. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხედველობაში მიიღებს ამ შეფასებებს და როდესაც კომისია შეაფასებს პროგრესს, ყველა მათგანი იქნება შესრულებული.

მე მიკერძოებული ვარ, მე ევროკავშირიდან ვარ და რა თქმა უნდა, მინდა ვიხილო საქართველო ამ კავშირში, რადგან ეს ძალიან კარგი იქნება. თავად გზაც კი, რომელსაც ქვეყანა გადის ევროკავშირისაკენ არის ძალიან სარგებლიანი, რადგან ევროკავშირი არის სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, ასევე ეკონომიკურად ძალიან ძლიერი. ასე, რომ ამ სივრცესთან დაახლოება მხოლოდ კარგია საქართველოსთვის"

ამბობს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა. გრეგოროვა დღეს თბილისში ქალთა საერთაშორიო კონფერენციის გახსნას დაესწრო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი