მისცენ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება - 3 ივლისს ენმ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას აანონსებს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ორშაბათს, 3 ივლისს იუსტიციის სახლთან აქციას აანონსებს. პარტიაში ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმებს ამ დრომდე არ უშვებს.

ევროკავშირის მიერ დაკომპლექტებული სპეციალური სამედიცინო მისია თვეებია კლინიკა "ვივა მედში' მესამე პრეზიდენტის მონახულებას ითხოვს, თუმცა ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის ოფისში ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტრო მოთხოვნას უპასუხოდ ტოვებს.

"ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ ღიად თქვას, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში, ამ ევროკავშირის ექიმებს მისცემენ საშუალებას, რომ ჩაუტარონ კვლევები და შესაბამისი კონსილიუმი ჩაატარონ, მიხეილ სააკაშვილის პალატაში და  "ვივა მედის" კლინიკაში" - ამბობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის წევრი, ლევან ფერაძე 

გარდა ამისა, მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთისთვის ძალიან მძიმეა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი