ოკუპანტები უარს ამბობენ ზაპორიჟიეს რაიონში ბრძოლაზე | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსი ოკუპანტები ბრძოლაზე უარს ამბობენ.

"უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული წარმატებული სამხედრო ოპერაციების და რუსეთის მნიშვნელოვანი საკადრო დანაკარგების ფონზე, რუსული საოკუპაციო ძალების დანაყოფებში დეზერტირების რაოდენობა იზრდება, სულ უფრო მეტი ჯარისკაცი ტოვებს თავის საბრძოლო პოზიციას საკუთარი სურვილით. მაგალითად ზაპოროჟიეს ოლქის დოროჟნიანკას რაიონში, კასპიის ფლოტის 50-მდე ეთნიკური დაღესტნელი სამხედრო მოსამსახურემ უარი თქვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე" - წერია უწყების განცხადებაში 

უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლო პერიოდში მთელი ფრონტის ხაზზე აქტიურ კონტრშეტევას  აწარმოებენ.  გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს დამცველთა წინსვლას და რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ იტყობინება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი