რუსეთის მიერ სკოლაზე თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი დაშავდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა რუსული რაკეტა სერჰიივკას რაიონში ისროლეს.

"დონეცკის ოლქის სერჰიივკას სკოლაზე ისკანდერ-K-ის სახმელეთო საკრუიზო რაკეტის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 6 დაიჭრა. სკოლა მთლიანად განადგურდა," - ნათქვამია განცხადებაში. 

რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონის დაბომბვის შედეგად კი, ერთი ბავშვი დაშავდა და 30-მდე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. 

"გასული დღის განმავლობაში, მტერმა 8 რაკეტა და 58 საჰაერო დარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 50-ზე მეტჯერ გაისროლა ," - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი