ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

გამოქვეყნდა:

ახალქალაქში გუშინ, 8 აგვისტოს მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე, 37 წლის მამაკაცი დაკავებულია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 აგვისტოს ახალქალაქში ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ჩხუბი ხელკეტების გამოყენებით მოხდა. დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილის თანასოფლელები ინციდენტის შემდეგ ახალქალაქში ჩამოვიდნენ, რის შემდეგად დაპირისპირებამ ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. ახალქალაქში გადამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი