საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - პოლიციამ 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე ქვეყნის მასშტაბით 1 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. დემონსტრაციები უკვე 4 დღეა გრძელდება. მოქალაქეები პოლიციელების მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას აპროტესტებენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარასკევს საღამოს ქვეყანაში 994 ადამიანი დააკავეს. უწყებამ პროტესტის შესაკავებლად ქუჩაში 45 000 პოლიციელი განათავსა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მშობლებს მოუწოდა, რომ შვილები სახლში დატოვონ.

17 წლის მოზარდი 27 ივნისს პარიზის გარეუბანში მოკლეს. ახალგაზრდა, რომელიც წარმომავლობით ალჟირი-მოროკოდან იყო, ორმა პოლიციელმა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ბიჭის მკვლელობის მომენტს ასახავს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი მანქანის მძღოლს იარაღს უმიზნებს, რა დროსაც მანქანა მოძრაობას იწყებს, პოლიციელი კი მანქანის შიგნით ისვრის. 

პოლიციელი, რომელმაც ბიჭს ესროლა დაკავებულია, მის წინააღმდეგ გამოძიება ნებაყოფლობით მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი